გლდანის, ვაკისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
 გლდანის, ვაკისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:31 19.10.2017
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ზოგიერთ რაიონს დღეს, 19 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა შეეხება:


საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მე-15 კორპუსის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, კოსტავას და ოჟიოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის 41-ე კორპუსის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ატენის შესახვევის და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.



ბეჭდვა