თბილისის მერიამ ადგილმონაცვლეობის საფუძველზე ქალაქს კიდევ ერთი საზოგადოებრივი სივრცე დაუბრუნა
თბილისის მერიამ ადგილმონაცვლეობის საფუძველზე ქალაქს კიდევ ერთი საზოგადოებრივი სივრცე დაუბრუნა
13:00 18.10.2017
საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ, ადგილმონაცვლეობის საფუძველზე, დედაქალაქს კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი დაუბრუნა.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სანზონის დასახლებაში, მე-6 კორპუსის მიმდებარედ არსებულ 1101 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს კვლავ საერთო სარგებლობის ფუნქცია მიენიჭება, გამწვანდება და დასასვენებელ სივრცედ განვითარდება.

დაახლოებით, 15 წლის წინ გასხვისებული ტერიტორიის დაბრუნების შესახებ დაპირება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ადგილობრივ მოსახლეობას ერთი წლის წინ მისცა. ამ პერიოდის განმავლობაში, კერძო მესაკუთრესა და მუნიციპალიტეტს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ტერიტორიის მესაკუთრეს თბილსის მერიამ სანაცვლოდ ვარკეთილში მდებარე მიწის ნაკვეთი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ დედაქალაქს 2014-2017 წლებში, ჯამში, 50 000 კვ.მ ტერიტორია დაუბრუნა, მათ შორისაა, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი.




ბეჭდვა