აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს
აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს
16:59 17.10.2017
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირიდან 20 დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 4 საგვარეულო სასაფლაოზე, ხოლო მამია ალასანია ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.


მანამდე პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. პატრიარქმა ილია მეორემ მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ბეჭდვა