საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკონფერენციო დარბაზში ხვალ, კონფერენცია - „საქართველოში შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“ გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, კონფერენციის მიზანი შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ქალებისთვის - მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.
კონფერენციაზე საუბარი შეეხება გენდერულ თანასწორობას, სამუშაო ადგილებზე ქალთა დისკრიმინაციას, დეკრეტულ შვებულებას, ტრეფიკინგს და არაფორმალურ დასაქმებას.
ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხებისა და პრობლემების გადაჭრის გზებზე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის, სახალხო დამცველის და დამსაქმებელთა ასოციაციის წევრები საქართველოს პროფკავშირებთან ერთად იმსჯელებენ.
განხილვის თემა პროფკავშირულ საქმიანობაში ქალთა როლის ზრდა და გაერთიანების მმართველ ორგანოებში მათი წარმომდგენლობის უზრუნველყოფაც იქნება.
