ცაგერის გამგებლის პირველმა მოადგილემ დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა
ცაგერის გამგებლის პირველმა მოადგილემ დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა
15:50 16.10.2017
ცაგერის მუნიციპალიტეტში გამგებლის პირველმა მოადგილემ კარლო ჩაკვეტაძემ და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თენგიზ მეშველიანმა დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულეს.

ცაგერის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სოფელ ქვედა ცაგერში დასრულდა გზის ასფალტირების სამუშაოები, ასევე დასრულდა სოფელ ჭალისთავში ხიდის რკინა-ბეტონის, სანიღვრე არხების და მოასფალტების სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 646955 ათასი ლარი. სოფელ ჩხუტელში მოეწყო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

ბეჭდვა