ცაგერში ლადო ასათიანის 100 წლის იუბილე აღინიშნა
ცაგერში ლადო ასათიანის 100 წლის იუბილე აღინიშნა
15:40 17.10.2017
ცაგერის მუნიციპალიტეტში ლადო ასათიანის 100 წლის იუბილე აღინიშნა.
სტუმრებმა ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმში მოიყარეს თავი, სადაც პოეტის სახლ-მუზეუმი კიდევ ერთხელ დაათვალიერეს, რომლის შემდეგ ლეჩხუმის განათლების მუზეუმში წიგნის პრეზენტაციაზე გადაინაცვლეს.
ცაგერის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, შუადღისას ყვავილებით შეამკეს ლადო ასათიანის ბიუსტი და პატივი მიაგეს პოეტს.
საზეიმო დღე გალა-კონცერტით დასრულდა კულტურის ცენტრში, რომელსშიც კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

საზეიმო ღონისძიების დროს საზოგადოებას მიესალმა პოეტის ქალიშვილი მანანა ასათიანი, ასევე სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული მწერლები და პოეტები.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა რევაზ ბენიძემ ლეჩხუმის საპატიო მოქალაქები დაასახელა. ესენი არიან: დავით სვანიძე, არდევან კოპალიანი, მერაბ ხვადაგიანი, პაპუნა მარგველიძე, კარლო კოპალიანი. მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, ლადოს ოჯახის წევრები, ლეჩხუმის საზოგადოება.
ღონისძიებას ორგანიზება ცაგერის მუნიციპალიტის გამგეობამ (გამგეობის განათლების, კულტურის,სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა) გაუწია.

ბეჭდვა