საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკ მამია ალასანიას ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის
სახელობის ტაძრის ეზოში, დაკრძალავენ. ეროვნულ გმირს სამების საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.
დანარჩენ გმირებს კი დიღმის ძმათა სასაფლაოზე 15:00 საათზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
მანამდე სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. მოგვიანებით ადგილზე პატრიარქი ილია მეორეც მიბრძანდება.
