ქარმა ბათუმში რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახურავის ნაწილი გადახადა
ქარმა ბათუმში რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახურავის ნაწილი გადახადა
11:36 17.10.2017
ძლიერმა ქარმა ბათუმში, რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავის ნაწილი გადახადა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.
უნივერსიტეტის გარშემო ტერიტორია პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული.

„სახურავის მეოთხედი საერთოდ გადახდილია. ახლა მთავარი მიზანია, რომ როგორმე აუდიტორიები და წიგნების ფონდი დავიცვათ, რომელიც სწორედ უნივერსიტეტის ამ ნაწილშია განთავსებული“-განაცხადა რექტორმა მერაბ ხალვაშმა.

ბეჭდვა