სოფელ ლაშეში ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზის ნაწილი წაიღო
სოფელ ლაშეში ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზის ნაწილი წაიღო
09:44 17.10.2017
ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში ადიდებულმა მდინარემ გუშინ საღამოს გზის ნაწილი წაიღო. აღნიშნული მონაკვეთი ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს.

უამინდობის გამო, აღდგენითი სამუშაოების დაწყება ვერც დღეს ხერხდება.

“მომატებული ნალექის გამო, მდინარე ჩხერიმელა ადიდდა და სოფელ ლაშის ტერიტორიაზე გზის ნაწილს საფუძველი გამოაცალა. ხარაგაული-ძირულას მიმართულებით მოძრაობა შეჩერებულია. მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ აქვს შექმნილი გარდა იმისა, რომ გადაადგილება შემოვილითი გზით უწევთ და გადასაადგილებელი მანძილი გაეზარდათ”-განაცხადა გამგებლის მოადგილე არჩილ მაღრაძემ.

ბეჭდვა