მეტროსადგურით ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’ მგზავრები 17:00 საათიდან ისარგებლებენ
მეტროსადგურით ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’ მგზავრები 17:00 საათიდან ისარგებლებენ
16:03 16.10.2017
თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი მეტროსადგურით ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’ მგზავრები 17:00 საათიდან ისარგებლებენ.
აღნიშნულის შესახებ მერია განცხადებას ავრცელებს.

„ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს საბურთალოს რაიონში არსებულ საცობებს.

მეტროსადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’ დღეში დაახლოებით 15 000-ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს მოემსახურება და სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანია „კობრა ასიგნიამ“ შეასრულა“-ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა