არქივში შეტანილ განაცხადზე ინფორმაცია მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ეგზავნებათ
არქივში შეტანილ განაცხადზე ინფორმაცია მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ეგზავნებათ
16:55 03.07.2012
ეროვნული არქივი მოქალაქეებს მათი განცხადების განხილვის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას დღეიდან მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით უგზავნის.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, ამ მომსახურების დანერგვა მოქალაქეს საშუალებას აძლევს მის მიერ წარგედნილ განცხადებაზე ნებისმიერი ქმედება აკონტროლოს - ცნობის გატანის თარიღი, არასრულად წარდგენილი საბუთების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა თუ დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობა.
ეროვნულ არქივში აღნიშნავენ, რომ წელს, 6 თვეში ეროვნული არქივი 21 000-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურა. ისინი არქივს, ძირითადად, სხვადასხვა დოკუმენტებისთვის აკითხავდნე - ცნობა ქონებრივი უფლების დადასტურების შესახებ, ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ, ცნობა სამუშაო სტაჟის, მოქალაქეთა დაბადების, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების შესახებ, ასევე, ცნობა განათლების შესახებ და სხვა.

ბეჭდვა