მარტოხელა დედას, ქრისტინე გაბუნიას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. მას ორი
ქალიშვილი ჰყავს, უფროსი, რომელიც 13 წლისაა სკოლაში დადის, თუმცა დედას ტანსაცმლისა და რვეულების ფულიც კი არ აქვს. მეორე შვილს, 8 წლის თამუნას კი, ცერებლარული დამბლა აქვს, ვერ დადის და ვერ საუბრობს. გარდა ამისა, თავში კისტა აქვს. 7 თვიდან ემართება ეპილეფსიური შეტევები.
როგორც ქრისტინემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, მარტოხელა დედას იმის საშუალებაც კი არ აქვს, რომ თამუნას წამლები და სხვა საჭიროების ნივთები უყიდოს.
„იმის საშუალებაც კი არ მაქვს, ბავშვს მედიკამენტები და საფენები ვუყიდო. პირველად რომ ქირით ვიყავი, იმ ბინიდან გამომიშვა პატრონმა და საცხოვრებლის შეცვლის მიზეზით მომეხსნა სოც. დახმარება. ერთწლიანი შეზღუდვა მომეხსნა და მეუბნებიან ხელახლა დაწერეო, მაგრამ სადაც ამჟამად ვცხოვრობ ორი თვის ქირის თანხა მაქვს გადასახდელი და სავარაუდოდ, აქედანაც მომიწევს გადასვლა. პენსიაც გამიჩერდა იმის გამო, რომ კრედიტი მქონდა გამოტანილი... ქუთაისის მერია ერთჯერადად, 500 ლარით დამეხმარა. წელიწადში ერთხელ შემიძლია მიმართვა“-აღნიშნა ქრისტინემ.
პატარა თამუნას მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხანგრძლივი მასაჟები, თავზე მუდმივი გადაღებები და ლოგოპედის დახმარება ესაჭიროება, რაც ერთად თვეში საშუალოდ 3 000 ლარს შეადგენს.
„ზამთარი როგორ უნდა გადავიტანოთ, არ ვიცი. ხანდახან დღე ისე გადის, ბავშვები უჭმელები რჩებიან. რამდენჯერმე გადასახადები კეთილმა ადამიანებმა გადამიხადეს. შუქი რომ არ იყო, რამდენჯერმე ბავშვები გამიცივდნენ. ვართ იმის მოლოდინში, თუ როდის გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, რომლებიც ჩვენს გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანენ“-აცხადებს მარტოხელა დედა.
მათ, ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ, ანგარიში გახსნილია საქართველოს ბანკში
GE05BG0000000746245000
საქართველოს ბანკის ფეი ბოქსის აპარატებიდან,
პირადი ნომერი : 60001048060
მიმღები : გაბუნია ასმათი
