შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო
გზის კმ132 მონაკვეთზე მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა საავტომობილო მიმოსვლა უახლოეს პერიოდში აღდგეს.
