„კოსტაობა-2017“ დასრულდა
 „კოსტაობა-2017“ დასრულდა
12:06 16.10.2017
დიდი ოსი პოეტის, საზოგადო მოღვაწისა და ოსური ლიტერატურული ენის ფუძემდებლის კოსტა ხეთაგუროვისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც ორი დღე გაგრძელდა, დასრულდა.
თბილისში ღონისძება ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა, სადაც მოეწყო გამოფენა ღია ცის ქვეშ, ხელნაკეთი ნივთების ექსპოზიცია, კონცერტი და საზოგადო მოღვაწეების გამოსვლები.

15 ოქტომბერს, „კოსტაობა“ სოფელ არეშფერანში (ლაგოდეხის რაიონი) აღნიშნეს, სადაც ოსმა ქალბატონებმა ოსური ხაჭაპურები და ჯიკა (ყველის ფაფა) მოამზადეს. ყველა მსურველს ასევე შეეძლო დაეგემოვნებინა მწვადი, ხაშლამა და ჩურჩხელა.
სოფელ არეშფერანში მოეწყო სცენა, სადაც ბაშვებმა და მოზარდებმა წარმოადგინეს ქართული და ოსური სიმღერები და ცეკვები. ასევე, ჩატარდა საფეხბურთო მატჩი, ამხანაგური თამაში ფრენბურთში, ტრადიციული დოღი და ჭიდაობა.
შეგახსენებთ, რომ „კოსტაობას“ სხვა ქვეყნებშიც 15 ოქტომბერს აღნიშნავენ.
ბეჭდვა