დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:38 16.10.2017
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ნინუას და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის და ნუცუბიძის ქუჩის, 11 საათიდან 14 საათამდე მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე კეკელიძის და შატბერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.

ბეჭდვა