მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს შაბათს, დღეს, 14 ოქტომბერს დაკრძალავენ.
შეგახსენებ, რომ ლიკა ქავჟარაძე 57 წლის ასაკში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა აღნიშნულს მსახიობის ოჯახის წევრები და ახლობლელი არ იზიარებენ.
ლიკა ქავჟარაძეს ქართულ კინოში რამდენიმე როლი აქვს განსახიერებული, განსაკუთრებული პოპულარობა კი მას თენგიზ აბულაძის ფილმმა - "ნატვრის ხე" მოუტანა, სადაც მსახიობმა მარიტას როლი შეასრულა.
