დედაქალაქში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება გრძელდება
დედაქალაქში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება გრძელდება
17:30 13.10.2017
აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და არეალის დადგენის მიზნით დედაქალაქში მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში სპეციალურ მოსაზიდ ხაფანგებს (ფერომონებს) ამონტაჟებენ. ლოკაციები თბილისის მერიასთან შეთანხმებით შეირჩა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის გამოვლენის შემთხვევაში, თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინსიტროსთან ერთად დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.

ამასთან, გრძელდება სრულმასშტაბიანი მონიტროინგი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი და მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01).


ბეჭდვა