დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
 დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:36 13.10.2017
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო დედაქალაქის ნაწილს დღეს, 13 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა შეეხება:

საბურთალოს რაიონი

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და მეფე არჩილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, ღლონტის, შარაშიძის და ჩოხელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
საკაბელო ტრასების გამოკვლევის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის სამხედრო დასახლების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, შეშელიძის, ხევძმარის, გობრონიძის, შენგელიას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მაცხოვრებლებს.




ბეჭდვა