თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, მაღლივი კორპუსის მიმდებარედ დღეს ველოგარბენი გაიმართება.
მასში მონაწილეობას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური და არასამთავრობო ორგანიზაციები - „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს მწვანე ავტოკლუბი“, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“ მიიღებენ.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ველოგარბენის მიზანი ველობილიკის მარშრუტის (მაღლივი-ვაჟა-პეკინი-სააკაძე-მარჯვენა სანაპირო-დედა ენის ბაღი) შესწავლააა.
ველოგარბენი 11:00 საათზე დაიწყება.
