მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს შაბათს, დღეს, 14 ოქტომბერს დაკრძალავენ.
მანამდე კი პანაშვიდები 12 და 13 ოქტომბერს მის კუთვნილ სახლში, აბაშიძის N62-ში გაიმართება. შაბათს კი, მის ცხედარს ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადაასვენებენ.
შეგახსენებ, რომ ლიკა ქავჟარაძე 57 წლის ასაკში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა აღნიშნულს მსახიობის ოჯახის წევრები და ახლობლელი არ იზიარებენ.
