პრემიერი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
პრემიერი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
10:08 12.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
როგორც წერილშია აღნიშნული, ქართველი კინოვარსკვლავი მუდამ დარჩება ულამაზესი ქართველი ქალის სიმბოლოდ, რომელსაც დრო ვერ გაახუნებს.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინოვარსკვლავის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო. მჯერა, რომ ხალხის გულში ის მუდამ დარჩება ულამაზესი ქართველი ქალის სიმბოლოდ, რომელსაც დრო ვერ გაახუნებს.
ვიზიარებ ლიკა ქავჟარაძის ოჯახის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მათ და მთელ საქართველოს”-ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ბეჭდვა