საპატრიარქოს მიერ გავრცელებული წმინდა სინოდის სხდომის ოქმის მიხედვით, სხდომაზე
მოსმენილი და განხილული იქნა გურჯაანის და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმეს, მიტროპოლიტ სერაფიმეს და ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) პერსონალური საკითხები.
აღნიშნულ საკითხზე გაიმართა მსჯელობა; მღვდელმთავართა მიერ გამოითქვა აზრები.
წმიდა სინოდმა დაადგინა:
1) მთავარეპისკოპოს ექვთიმეს აღუდგეს ღვთისმსახურების უფლება.
2) ა)მიტროპოლიტი სერაფიმე გამწესდეს მამათა მონასტერში და აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება;
ბ) მიტროპოლიტ სერაფიმეს საქართველოს საპატრიარქოდან დაენიშნოს ყოველთვიური ფინანსური დახმარება.
3) ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიეთითოს, რომ იგი უნდა დაემორჩილოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იგი გამწესებული იყო მონასტერში სინანულისათვის; წინააღმდეგ შემთხვევაში წმიდა სინოდი განსახილველად აღარ დაუბრუნდება მის პერსონალურ საკითხს.
