საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, საომარი
მოქმედებების დროს უგზოუკვლოდ დაკარგულთა 25 ნეშტია იდენტიფიცირებული.
სუბარის განცხადებით, მათ შორის იმ ადამიანთა ნეშტებიცაა, რომლებიც სოხუმში უმაღლესი საბჭოს შენობას იცავდნენ.
„მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 28 სამარხი იქნა გახსნილი და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდეტიფიცირებულია. ამ 25-დან ყველანი არიან გმირები და მათ შორის არის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახელები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იცავდნენ უმაღლესი საბჭოს შენობას სოხუმში და იბრძოდნენ ჟიული შარტავასთან ერთად.
მათ შორის არის მამია ალასანია, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი; სოხუმის მერი, საქართველოს გმირი, გურამ გაბესკირია, ასევე აფხაზეის მინისტრთა საბჭოს მოადგილეები არშაველ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი, მათ შორის არიან მებრძოლები, არიან ის ადამიანები, რომლებიც ბოლო წუთამდე იცავდნენ საქრთველოს“- განაცხადა სუბარმა.
