თუშეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
 თუშეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
12:47 11.10.2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო, მწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კონტრაქტორი კომპანიის მიერ ადგილზე მობილიზებულია ყველა სახის საჭირო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო
მიმოსვლის აღდგენა.

აღნიშნული გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


ბეჭდვა