დიდთოვლობის გამო თუშეთის გზაზე მიმოსვლა სპეცრეჟიმით განხორციელდება
დიდთოვლობის გამო თუშეთის გზაზე მიმოსვლა სპეცრეჟიმით განხორციელდება
00:22 11.10.2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე , ყოველდღე, საღამოს 18:30 სთ-დან დილის 12:00სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის დანარჩენ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ბეჭდვა