ვარკეთილის ნაწილს დღეს და ხვალ წყალმომარაგება შეეზღუდება
ვარკეთილის ნაწილს დღეს და ხვალ წყალმომარაგება შეეზღუდება
16:22 10.10.2017
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, 10 ოქტომბერს, 22:00 საათიდან ხვალ, 11 ოქტომბრის, 13:00 საათამდე ვარკეთილის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდება ვარკეთილი 3-ის I, II და III მიკრორაიონებს შეუწყდება.


ბეჭდვა