აფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2017 წლის 12 სექტემბერს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის
სტიპენდიის დაწესების დადგენილება მიიღო. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია მიენიჭება სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილ მაგისტრატურის სტუდენტს ინტელექტუალური პოტენციალის განსავითარებლად.
უწყების ინფორმაციით, სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 150 ლარს, არაუმეტეს ერთი სტუდენტისა. სტიპენდიანტს სტიპენდია მიეცემა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (წარდგინება, 1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სიგელები და სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ) წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს.
სოხუმის უნივერსიტეტის მიერ სტიპენდიანტობის კანდიდატების აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინიტროში წარდგენის ვადა 6 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლითაა.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული:
http://meca.gov.ge/assets/news/seqtemebri-2016/%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%95%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%90.pdf
