მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გამოჩენილი ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ოსური
ლიტერატურული ენის დამფუძნებლის კოსტა ხეთაგუროვის 158-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებება-„კოსტაობა-2017“ გაიმართება.
დღესასწაული სამი დღე გაგრძელდება. კერძოდ: 13 ოქტომბერს - საერთაშორისო კონფერენცია ვლადიკავკაზიდან ჩამოსული სტუმრების მონაწილეობით; 14 ოქტომბერი - გამოფენა და თეატრალური მინიატიურები ოსური ყოფის თემებზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ოსურ სახლში; 15 ოქტომბერი - სახალხო ზეიმი სოფელ არეშფერანში (ლაგოდეხის რაიონი), სადაც მომზადდება ოსური სამზარეულოს კერძები, ჩატარდება დოღი, ჩემპიონატი ჭიდაობაში, კონცერტი და სხვა აქტივობები.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, სტუმრები ვლადიკავკაზიდან, ცხინვალის რეგიონიდან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ორგანიზატორები - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, თსუ-ს ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ლაგოდეხის რაიონის ადმინისტრაცია.
