მინდია გულუა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა
მინდია გულუა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა
19:47 26.02.2012
ისრაელში ვიზიტისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს პარტია "განახლებული  საქართველოსთვის" მთავარი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში - მინდია გულუა შეხვდა. ინფორმაციას პარტიიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესების შეეხებოდა. კერძოდ, მათ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ქრისტიანული ძეგლების დღევანდელ მდგომარეობასა და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაზე ისაუბრეს.
მინდია გულუამ იერუსალიმში შეხვედრისას უწმინდესსა და უნეტარესს პოლიტიკური პარტიის მიზნები და წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობის და ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების აუცილებლობა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრის დასასრულს მინდია გულუა დალოცა.


ბეჭდვა