დღეს „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდება
დღეს „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდება
09:33 10.10.2017
„მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ დღეს, 10 ოქტომბერს გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში, ვიცე- პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წლის საუკეთესო მეცნიერებს დააჯილდოებს. ამასთან, გამოვლინდებიან ფოტოკონკურსსა და ჟურნალისტიკის სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულები.

ღონისძიების დახურვის ცერემონიალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 18:00 საათზე შედგება.

ბეჭდვა