დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს  ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:03 10.10.2017
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების დღეს ხვალ, 10 ოქტომბერს დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კერძოდ, შეზღუდვა შეეხება:

დიდუბის რაიონი

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

თბილისის მერიის მიერ საგზაო სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, მოსტკოვის, გუმათჰესის, ენგურჰესის, იდუმალის და რაზიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის მაცხოვრებლებს.



ბეჭდვა