ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად
მიმდინარეობს. „პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში კურორტ ბეშუმის შიდა გზების 2 კილომეტრნახევრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები.
ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამუშაოებს, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 828855 ლარი გამოიყო, ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. „დავითი“ ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე გაეცნო.
„უნდა აღინიშნოს, რომ კუროტზე, შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. 2016 წელს, ბეშუმში 1 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხოციელდა“-განმარტავენ ხულოს მუნიციპალიტეტში.
