''ეტალონმა'' ახალი სეზონი ცაგერიდან დაიწყო
''ეტალონმა'' ახალი სეზონი ცაგერიდან დაიწყო
13:47 04.10.2017
''ეტალონმა'' ახალი სეზონი ცაგერიდან, 2016-2017 სასწავლო წლის გამარჯვებული რეგიონიდან დაიწყო.

ინტელექტ-ჩემპიონატი წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა და მას უპრეცედენტო რაოდენობის გულშემატკივარი დაესწრო.

ინტელექტ-შეჯიბრში ცაგერის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ცაგერის ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.

შეჯიბრში გამარჯვებულს ''ცაგერის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭა და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

ბეჭდვა