ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შეხვედრა გამართა სტოკჰოლმის უნივერსიტეტის
პროფესორებთან, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში საჩხერესა და ხარაგაულში სმენის სკრინინგს ატარებდნენ.
პროქტში მონაწილება 2000-მდე ადამიანმა მიიღო. მათ, კი ვისაც სმენის პრობლემები აღმოაჩნდათ, სასმენი აპარატები სრულიად უფასოდ გადაეცათ.
შვედმა ექიმებმა, დავით სერგეენკოს ის რეკომენდაციები და შედეგები გააცნეს, რომლებიც რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად გამოვლინდა.
შეხვედრას ასევე საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა.
