სკულპტურული კომპოზიციების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები თბილისის მერიაში განთავსდება
სკულპტურული კომპოზიციების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები თბილისის მერიაში განთავსდება
10:16 06.10.2017
ქალაქ თბილისში, რევაზ ლაღიძის, დიმიტრი ყიფიანის, დანტე ალიგიერის, იაკობ გოგებაშვილისა და თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სიმბოლიკასთან დაკავშირებული სკულპტურული კომპოზიციების საუკეთესო წინადადებების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები, დედაქალაქის მერიის შენობაში განთავსდება.

საზოგადოებრივი განხილვის მიზნით, 15 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მერიის შენობის მეორე სართულზე მე-9 ოთახში ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, დაათვალიეროს კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები და დატოვოს თავისი მოსაზრებები შთაბეჭდილებების წიგნში.


შეგახსენებთ, რომ კონკურსი მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს გამოცხადდა.

წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ იქნა 20 (ოცი) საკონკურსო წინადადება.



ბეჭდვა