ხულოში, ზედა ვაშლოვანში საბავშვო ბაღი შენდება
ხულოში, ზედა ვაშლოვანში საბავშვო ბაღი შენდება
17:08 05.10.2017
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე სოფელ ზედა ვაშლოვანში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

ხულოს რაიონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე შენობის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

მშენებლობას ტენდერით გამოვლენილი ინდ. მეწარმე „ქებულ აბაშიძე“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება შეადგენს 278200 ლარს. საბავშვო ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი და სამშენებლო სამუშაოებზე 10 ადგილობრივია დასაქმებული.


ბეჭდვა