თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:26 06.10.2017
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო, დღეს, 6 ოქტომბერს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვა შეეხება კერძოდ:

საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუამთის, თრიალეთის, საცხენისის და ედისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ბეჭდვა