კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ არ შეუძენია კომპანია „ცენტრ პოინტის“ აქტივები და არ არის დაინტერესებული მათი
შესყიდვით. m2-ს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს პროცესში, რომელიც დაზარალებულთათვის საკუთარი ბინების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებსა და პროცესში მონაწილე სხვა მხარეებს წარუდგინა საკუთარი ხედვა - თუ როგორ შეიძლება ჩაერთოს m2 ამ პროცესში. ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ „m2 უძრავი ქონება“ არ ყიდულობს კომპანია „ცენტრ პოინტს“.
