დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:34 05.10.2017
სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო დღეს, 5 ოქტომბერს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

კერძოდ, შეზღუდვა შეეხება:

ჩუღურეთის რაიონი
აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და დოდო აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო 13:30 საათიდან 14:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ართვინის, ჩეჩელაშვილის, მიჩურინის, მამარდაშვილის, საქარის, თვალჭრელიძის და უფლისციხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

აღრიცხვის კვანძის მოწყობის გამო 15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარშენის, გუმათის, პეტრე ბაგრატიონის, პაატა სააკაძის, მნათობის და ახუთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გაზირის, შარტავას, კანდელაკის, იოსებიძის, დები იშხნელების, ბუდაპეშტის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ) და ვარკეთილის მეურნეობის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის და ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კავარტლის მაცხოვრებლებს.




ბეჭდვა