დევნილთა სამინისტროში პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება
დევნილთა სამინისტროში პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება
09:45 04.10.2017
დევნილთა და განსახლების სამინისტროში დღეს პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება, სადაც დევნილებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების გაცნობისა და მათში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.
ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრება.
ფორუმი 11:00 საათზე დაიწყება.


ბეჭდვა