მერია: „ე.ნ.მ“-ის აქციის შედეგად პანდუსები და მწვანე ნარგავები დაზიანდა (ფოტოები)
მერია: „ე.ნ.მ“-ის აქციის შედეგად პანდუსები და მწვანე ნარგავები დაზიანდა (ფოტოები)
10:36 03.10.2017
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობის'' თბილისის მერობის კანდიდატის, ამავე პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიერ გამართული არასანქცირებული აქციის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე პანდუსები და მწვანე ნარგავები დაზიანდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მერია ფოტოებსაც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თბილისის მერიასთან საკრებულოს ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, თბილისის საკრებულომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ. მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს მხარი დაუჭირა.


newspress.ws.com.ge

newspress.ws.com.ge

newspress.ws.com.ge

newspress.ws.com.ge
ბეჭდვა