ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა
10:27 03.10.2017
ძლიერმა წვიმამ ქობულეთში სახლები დატბორა. მდინარეები აჭყვა და კინტრიში ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, სიტუაციის დასტაბილურებისთვის ყველა რესურსი მობილიზებულია.
„ადიდებულია მდინარეები. ქალაქში იწყებენ ისინი უკვე შემოვლას, მაგრამ ჩვენ უკვე ყველანაირად მობილიზებულები ვართ. ვცდილობთ, სიტუაცია არ დაიძაბოს და ქალაქის დატბორვა არ მოხდეს“-განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მალხაზ რომანაძემ.

ბეჭდვა