ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა.
ქუჩებში გართულებულია როგორც ავტომობილების, ასევე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს და სტიქია მხოლოდ უხვმა ნალექმა გამოიწვია.
თუმცა ადგილობრივების თქმით, ქალაქში სანიაღვრე სისტემა მოუწესრიგებელია
"წვიმა რომ წამოვა მთელი ეზოები იტბორება და პირველ სართულის პადვალში ყველას წყალი შესდის. არავინ არ მოდის და არც არავინ არაფერს აკეთებს. რამდეჯერ დავრეკეთ და ვთხოვეთ ყურადღების მოქცევა" - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
