,,ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში თბილისი ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრებს უმასპინძლებს
,,ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში თბილისი ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრებს უმასპინძლებს
09:47 02.10.2017
ეკონომიკის სამინისტროს ინფორამციით, პროექტ ,,ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში, 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში საქართველოს დედაქალაქი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებსაც სახელწოდება "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე" აერთიანებთ.
გამოფენების გახსნასთან დაკავშირებით, დღეს 11:00 სთ-ზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ეკონომიკის სამინისტროს ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი და იტალიის ელჩი საქართველოში. პრესკონფერენციის დასრულების შემდგომ, დაგეგმილია გამოფენებისთვის მზადების პროცესის გადაღება დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში.
„გამოფენა "Venus pudica" განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთან და კულტურულ ასოციაცია "მეტამორფოზისთან" თანამშრომლობით. წარმოდგენილი იქნება ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული "ვენერა", რომელიც შექმნა რენესანსის ეპოქისა და ფლორენციული ჰუმანიზმის ბრწყინვალე წარმომადგენელმა და გენიალურმა მხატვარმა სანდრო ბოტიჩელიმ.
გამოფენა "Opera omnia" კი აერთიანებს შუქ-ჩრდილების ოსტატის, კარავაჯოს 40 შედევრის რეალური ზომების მქონე და მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს“-განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

ბეჭდვა