ილიას უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
ილიას უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
08:59 03.07.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, სამეცნიერო კონფერენცია - „სოციოლოგია ტურბულენტურ დროში“ გაიმართება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სოციოლოგიის სფეროში არსებული გამოწვევებით, საშუალება ეძლევათ, წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები და იდეები ერთმანეთს გაუზიარონ.

კონფერენციაზე სხვადასხვა საინტერესო თემები განიხილება - სოციალური მედია, სოციალური ურთიერთობების ახალი ფორმები, ფინანსური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი, ეკოლოგიური კრიზისი, მზარდი სოციალური უთანასწორობა, პოტენციური მომავალი და სხვა.


ბეჭდვა