სოფელ ცაიშში სადრენაჟე სისტემის წმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ცაიშში სადრენაჟე სისტემის წმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
12:27 30.09.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში სადრენაჟე სისტემის წმენდით სამუშაოებს ატარებს.
ექსპლუატაციის ფარგლებში ნატანი მასისგან გაიწმინდა და აღდგა 2 კილომეტრიანი მაგისტრალური არხი.
სამუშაოების დასრულების შედეგად, მუცინიპალიტეტში 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგება სადრენაჟე მომსახურება. ასევე, არხი უხვი ნალექის დროს დატბორვისგან დაიცავს 6 ჰექტარ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს და ცაიშის მონაკვეთზე სენაკი-თბილისის საგზაო მაგისტრალს.
მიმდინარე სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.
2012-2017 წლებში სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში რეაბილიტაციისა და ექაპლუატაციის ფარგლებში ჯამში გაიწმინდა და მოწესრიგდა 894,4 კმ სადრენაჟე არხი, შეკეთდა 217 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა, 1 სათავე და 1 სატუმბი სადგური.



ბეჭდვა