თბილისის ზოგიერთი ქუჩა წყალს დაბალი წნევით მიიღებს
თბილისის ზოგიერთი ქუჩა წყალს დაბალი წნევით მიიღებს
08:56 03.07.2012
დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, თბილისის ზოგიერთი ქუჩა დღეს წყალს დაბალი წნევით მიიღებს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს 11:00-დან 4 ივნისის 11:00 საათამდე წყალს დაბალი წნევით წერეთლისა და თამარ მეფის გამზირები მიმდებარე ქუჩებით, დავით აღმაშენებლის გამზირი - ტოვსტონოგოვის ქუჩიდან ცაბაძის ქუჩამდე მიიღებს.
ასევე, წყალი დაბალი წნევით მიეწოდება ჩუბინაშვილის ქუჩას მიმდებარე ქუჩებით, ხვამლის ქუჩას, დგებუაძის #1 და რობაქიძის გამზირის #7-ს.
საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას კომპანიის ტექნიკური ბრიგადები დილიდან შეუდგნენ.

ბეჭდვა