„ბიზნესდეველოპმენტს“ ბათუმის ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლსა და მწვანე კონცხის ნაწილზე მიწის ნაკვეთები გადაეცა
„ბიზნესდეველოპმენტს“ ბათუმის ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლსა და მწვანე კონცხის ნაწილზე მიწის ნაკვეთები გადაეცა
14:45 29.09.2017
ბათუმის საკრებულომ მწვანე კონცხის მიმდებარედ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6 000 კვ. მეტრი პლაჟის და 1300 კვ. მეტრის მიწის ფართობის აჭარის მთავრობისთვის გადაცემის საკითხს მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღეს.

„კომპანიამ გარკვეული სახსრები უნდა გაიღოს, რომ ტერიტორია მოწესრიგებული იყოს. აქ კომპანიის მხრიდან რაიმე სახის მოგებაზე საუბარი არ არის. მოვლა-პატრონობის მიზნით გადაეცემა ეს მონაკვეთი“-განაცხადა ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა გოგა ლომაძემ.

მთავრობა კომპანია „ბიზნესდეველოპმენტს“ პლაჟს 49 წლიანი სარგებლობის უფლებით და მიწის ნაკვეთს საინვესტივციო პირობით უსასყიდლოდ გადასცემს.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, კომპანიის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

ბეჭდვა