სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა უფასო ვაქცინაცია ჩაატარა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა უფასო ვაქცინაცია ჩაატარა
15:59 28.09.2017
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩაატარა. ძაღლები და კატები თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და საქართველოს რეგიონებში აცრეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოს ვეტერინარებმა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ღია გაკვეთილიჩაატარეს, რომელზეც ბავშვებს დაავადების პრევენციის გზები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობა გააცნეს.

„ყოველწლიურად ჩატარებულიღონისძიებებისა და საინფორმაციო კამპანიის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ცოფის გამოვლენის შემთხვევები. მესამე წელია ცოფით ადამიანის დაავადების ფაქტი არ დაფიქსირებულა“- განაცხადა ლაშა ავალიანმა.
უწყების ინფორმაციითვე, სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. მიმდინარე წელს დაგეგმილია 289 317 სული შინაური ცხოველის ვაქცინაცია. დღეისათვის ვაქცინირებულია 232 239 სული შინაური ცხოველი.



ბეჭდვა