თბილისის მედიათეკების სამივე ფილიალში (ვაკე, ვარკეთილი, ნაძალადევი), მიმდინარე წლის 30
სექტემბრიდან იწყება შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც გათვლილია 6-დან 10 წლამდე ბავშვებისა და 10-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პატარებისთვის შედგენილია მრავალფეროვანი პროგრამა ხატვის, მუსიკის, ანიმაციის, ეკოლოგიის და ხელოვნების მიმართულებით. პატარები ასევე გახდებიან მკითხველთა კლუბის წევრები და მსახიობებთან ერთად წიგნის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურებენ.
უწყების ინფორმაციითვე, შეხვედრები ყოველ შაბათს, 13:00-დან 15:00 საათამდე გაიმართება. პროგრამის ღირებულება განსაზღვრულია ისე რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.
რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის მედიათეკის ყველა ფილიალში, პირველი შეხვედრა კი 30 სექტემბერს გაიმართება.
